როგორ უნდა გადაამოწმოთ ჭარბი რაოდენობის წამალი გამოგიწერათ თუ არა ექიმმა? | Allnews.Ge

როგორ უნდა გადაამოწმოთ ჭარბი რაოდენობის წამალი გამოგიწერათ თუ არა ექიმმა?

პაციენტებს ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობის გაკონტროლება შეეძლებათ. აღნიშნული ინსტრუმენტი, რომელიც პაციენტს მისი კლინიკური მდგომარეობისთვის მიზნობრივზე მეტი პრეპარატის მიღებისგან დაიცავს, 16 ივლისიდან ამოქმედდება.

"პაციენტი სპეციალური პლატფორმის საშუალებით, სამუშაო ჯგუფთან ონლაინ რეჟიმში გადაამოწმებს, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მისთვის გამოწერილი მედიკამენტები. ექიმები მუშაობენ ელექტრონული რეცეპტის სისტემაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. ნებისმიერი დანიშნულება ექიმს შეაქვს ამ პორტალში. პაციენტს იქვე შეუძლია ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გადამოწმება. კერძოდ, პაციენტი შედის საკუთარი პაროლით ელექტრონული რეცეპტების სისტემაში. იქვე დანიშნულებაში გაჩნდა ღილაკი, რომლის საშუალებითაც ეს დანიშნულება განხილვისთვის ავტომატურად აიტვირთება პოლიფარმაციის საკითხებზე მომუშავე კომისიასთან. პაციენტი სამი დღის განმავლობაში იგივე პორტალის საშუალებით მიიღებს პასუხს - ექვემდებარება ეს დანიშნულება გადახედვას თუ არა.

თუ დანიშნულება კორექტირებას საჭიროებს, მკურნალ ექიმს პაციენტისთვის დანიშნულების მართებულობის განმარტება მოუხდება. არადამაჯერებელი არგუმენტაციის შემთხვევაში, პაციენტი დანიშნულებას განმეორებით ატვირთავს, ხოლო კომისია უკვე მკურნალი ექიმისგან გამოითხოვს ინფორმაციას, რატომ არ დაკორექტირდა დანიშნულება. არასათანადოდ არგუმენტირების შემთხვევაში კი, ექიმი კომისიის წინაშე წარდგება", -აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

myquiz