ხაშურში მკვლელობა მოხდა | Allnews.Ge

ხაშურში მკვლელობა მოხდა

ხაშურში ორი მამაკაცი დაჭრეს, რომელთაგან ერთ-ერთი, მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გუშინ მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ გაზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ და მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები.

myquiz