მომღერალ ირაკლი ნოზაძეს საავადმყოფოდან სავარაუდოდ, დღეს გაწერენ | Allnews.Ge

მომღერალ ირაკლი ნოზაძეს საავადმყოფოდან სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

მომღერალ ირაკლი ნოზაძეს საავადმყოფოდან სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ "ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს წერეთლის გამზირზე დაჭრეს. ნოზაძეს ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენეს.

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ორი პირი დააკავა. გამოძიება თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო მის მეგობარ ნათია თოფურიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

myquiz