უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 43 გრადუსს მიაღწიოს | Allnews.Ge

უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 43 გრადუსს მიაღწიოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით 30 ივნისიდან 4 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება.

30 ივნისიდან 4-ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა, +40, +43 გრადუსს მიაღწიოს.

დასავლეთ საქრთველოში, ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსი ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში კი ჰაერის ტემპერატურა +38, +40 გრადუსი იქნება.

როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე სახლში? - რეკომენდაციები, რაც ცხელ ამინდში უნდა გაითვალისწინოთ