ალაზანში ავტომობილი 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა | Allnews.Ge

ალაზანში ავტომობილი 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

თელავში, ავარიის შედეგად 5 ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. შემთხვევა ნაფარეულის გზაზე მოხდა. "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომანქანა 15 მეტრის სიმაღლიდან მდინარე ალაზანში გადავარდა. მანქანაში მყოფი მგზავრები მძიმედ დაშავდნენ. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

myquiz