მერია თბილისის ანძაზე საკვები და გასართობი ობიექტების განთავსებას გეგმავს | Allnews.Ge

მერია თბილისის ანძაზე საკვები და გასართობი ობიექტების განთავსებას გეგმავს

დედაქალაქის მერია თბილისის ანძის ტურისტულ ობიექტად მოდიფიცირებას გეგმავს. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ობიექტის შესწავლა უკვე დასრულებულია.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის ანძის მოდიფიცირებისთვის სამ შესაძლო ვარიანტზე მსჯელობენ.

ერთ-ერთი ვერსია ანძაზე დამატებითი ელემენტის დაშენებას გულისხმობს, რომელზეც საკვები და გასართობი ობიექტები იქნება განთავსებული.

myquiz