ქვეყნები, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება - პირველ ადგილს საქართველო იკავებს | Allnews.Ge

ქვეყნები, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება - პირველ ადგილს საქართველო იკავებს

გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება პოლიეთილენის ნაწარმის ბუნებაში დაგროვების პარალელურად, მსოფლიოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რომ იქცა, ამას განმარტებაც აღარ სჭირდება. წარმოგიდგენთ ქვეყნებს, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება.

სერბეთი

100 ათას მოსახლეზე სიკვდილის 137,2 ფაქტი. 2013 წლის განმავლობაში ქვეყანაში ქალაქის მაცხოვრებელთა ¾ ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის შედეგებს საკუთარ თავზე განიცდიდა.

რუმინეთი

100 ათას მოსახლეზე სიკვდილის 138,2 ფაქტი. 2011 წელს ენერგიის მოხმარება და მომარაგება იწვევდა ჰაერის დაბინძურების დიდ ნაწილს.

უკრაინა

100 ათას მოსახლეზე სიკვდილის 139,1 ფაქტი. ჰაერის ხარისხზე განსაკუთრებული გავლენა ზაფხულში ტყის ხშირმა ხანძარმა იქონია.

სიერა ლეონე

100 ათას მოსახლეზე სიკვდილის 142,3 ფაქტი. ჰაერის დაბინძურების მთავარი გამომწვევი მიზეზი საწვავის გამოყენება იყო.

ჩინეთი

100 ათას მოსახლეზე სიკვდილის 163,1 ფაქტი. ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მაღალ დონეს ენერგიის ქვანახშირის წვის შედეგად მიღება იწვევს.

ალბანეთი

100 ათას მოსახლეზე სიკვდილის 171,4 ფაქტი. სათბურის აირების გამოყოფის 44% ენერგეტიკულ სექტორზე მოდის.

ბულგარეთი

100 ათას მოსახლეზე სიკვდილის 174,8 ფაქტი. 2013 წელს ქალაქი პერნიკი ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ადგილი იყო.

ბოსნია ჰერცოგოვინა

100 ათას მოსახლეზე სიკვდილის 223,6 ფაქტი. საცობები ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზია.

ჩრდილოეთ კორეა

100 ათას მოსახლეზე სიკვდილის 234,1 ფაქტი. 2012 წელს 65 მილიონი ტონა ნახშიროჟანგის გამოყოფაზე პასუხისმგებელი ქვანახშირის მოხმარება იყო.

საქართველო

100 ათას მოსახლეზე სიკვდილის 292,3 ფაქტი. 2010 წელს დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის ეკონომიკური ღირებულება მთლიანი შიდა პროდუქტის 35,2%-ს შეადგენდა.

myquiz