ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს | Allnews.Ge

ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს

ბათუმის მერიის შენობასთან ამ წუთებში ხმაურია. სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტრო აქციას მართავენ. მძღოლების განცხადებით, ისინი მერიის მიერ მიკროავტობუსების შემცირებას და ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. პროტესტის ნიშნად მათ ამ წუთებში გორგილაძის ქუჩა გადაკეტეს.

11:00 საათზე, ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა არის დაგეგმილი, სადაც ერთ–ერთი თემა მძღოლების საკითხი იქნება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამუშაო ადგილების შემცირებით, მათ შემოსავლის წყარო შეუმცირდებათ.

აქციის მონაწილეებს ბათუმის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მერიის წარმომადგენელი ხვდება. როგორც მერიის წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, უწყება მათ მოლაპარაკებას სთავაზობს, რისთვისაც შეხვედრას სთხოვს. თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მძღოლები ჯერჯერობით უცნობია.

myquiz