ირაკლი ნოზაძის დაჭრის კადრები | Allnews.Ge

ირაკლი ნოზაძის დაჭრის კადრები

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავას ადვოკატმა, არჩილ შავაშვილმა განუცხადა.

შავაშვილის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნოზაძესთან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის არ მისულა.

თამთა ჯანჯღავას ადვოკატი - თამთა თავს იცავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა. უწყება 1989 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო 1994 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

ირაკლი ნოზაძის დაჭრის კადრები ინტერნეტში გავრცელდა.