დღეს ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს | Allnews.Ge

დღეს ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს

28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. 28 ივნისს კი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 40 გრადუსს მიაღწევს. თვის ბოლომდე ტემპერატურა აიწევს ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34–39 გრადუსამდე იქნება. შესაბამისად, ტემპერატურა დღისით მოიმატებს ქვეყნის მთიან რეგიონებშიც.

თვის ბოლომდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებში შესაძლებელია სეტყვაც.

თბილისში თვის ბოლომდე ღამის საათებში ასევე შესაძლებელია იყოს მცირე ნალექი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით კი 36–38 გარუსი იქნება.

myquiz