შავი ზღვის სანაპირო ზოლზე პატრულირებას 200, ხოლო თბილისის ზღვაზე 100-მდე მაშველი განახორციელებს | Allnews.Ge

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე პატრულირებას 200, ხოლო თბილისის ზღვაზე 100-მდე მაშველი განახორციელებს

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე პატრულირებას 200, ხოლო თბილისის ზღვაზე 100-მდე მაშველი განახორციელებს.

როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ბოლო 2 თვის განმავლობაში საზღვაო მაშველებმა, სპეციალური გადამზადება გაიარეს. დამატებულია 70-მდე ახალი სამაშველო კოშკურა. საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მაშველები მუდმივ რეჟიმში პატრულირებენ როგორც სანაპირო ზოლზე, ასევე შესაბამისი ტექნიკით ზღვაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შტორმია მოსალოდნელი, მავშველები მონიტორინგს კოშკურიდან განახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მხოლოდ საზღვაო ზოლზე მაშველებმა 15 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან 8 არასრულწლოვანია.

myquiz