თეთრიწყაროში 58 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს | Allnews.Ge

თეთრიწყაროში 58 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში 58 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლული ვაჟა თორაძე პოლიციის ყოფილი თანამშრომელია და ამჟამად ფერმერული მეურნეობით იყო დაკავებული. დანაშაულში ეჭვმიტანილი მის მეურნეობაში მუშაობდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დანაშაულში ეჭვმიტანილი გამთენიისას დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლითაა აღძრული. უწყებაში საქმის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

myquiz