საქართველოს გზებზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს მკვეთრად აღემატება | Allnews.Ge

საქართველოს გზებზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს მკვეთრად აღემატება

პასუხისმგებელი უწყებების მიერ, პრევენციის თვალსაზრისით, საგზაო რისკებზე არასაკმარისად დროული და ქმედითი რეაგირება მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილ ანგარიშშია ნათქვამი.

"საქართველოს მთავრობის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, კერძოდ, ქულათა სისტემისა და უკონტაქტო პატრულირების მექანიზმების დანერგვა, აგრეთვე, გარე სამეთვალყურეო კამერები და სექციური რადარები ("ჭკვიანი კამერა"). მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს გზებზე დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა, მკვეთრად აღემატება ფატალური შემთხვევების საშუალო ევროპულ მაჩვენებელს, რაც გატარებული ღონისძიებების არასაკმარისობაზე მიუთითებს", - ნათქვამია დოკუმენტში.

ე.წ. საგზაო შემთხვევების სეზონი იწყება, ავტოავარიების მზარდი ტენდენცია შეინიშნება - ეკა ლალიაშვილი

აუდიტის სამსახურის ინფორაციით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების მზარდი ტენდენცია 2011 წლიდან შეინიშნება. 2011-დან 2016 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა, პროპორციულად, 35%-ით გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობაც.

2017 წელს ავარიების შედეგად 517 ადამიანი დაიღუპა, 8 461 კი დაშავდა.

ანგარიშის განხილვა პარლამენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიმდინარეობს.