1-ელი მაისიდან 25 ივნისამდე არსებული მონაცემებით, ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო | Allnews.Ge

1-ელი მაისიდან 25 ივნისამდე არსებული მონაცემებით, ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო

1-ელი მაისიდან 25 ივნისამდე არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 36 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს დაემორჩილონ.

myquiz