ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს - იხილეთ მომდევნო 3 დღის ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს - იხილეთ მომდევნო 3 დღის ამინდის პროგნოზი

25-27 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა 25 -26 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

27 ივნისს კი ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს.

28 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა +35, +40 გრადუსამდე მოიმატოს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +33, +38 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, 25-26 ივნისს, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

27-28 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.

myquiz