თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ არასწორი პარკირების საჯარიმო 500 000 ქვითრის ბეჭდვისთვის ტენდერი გამოაცხადა | Allnews.Ge

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ არასწორი პარკირების საჯარიმო 500 000 ქვითრის ბეჭდვისთვის ტენდერი გამოაცხადა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ არასწორი პარკირების საჯარიმო 500 000 ქვითრისა და 500 ცალი მკაცრი აღრიცხვის ჟურნალის ბეჭდვისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც გამარჯვებული კომპანია "ინტერპრინტჯორჯია" 61 000 ლარს დახარჯავს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, არასწორი პარკირების ჯარიმის გადახდისთვის დაჯარიმებულ მძღოლებს 30 დღიანი ვადა აქვთ, აღნიშნული ვადის ამოწურვის შემთხვევაში კი პირებს საურავი 150 ლარის ოდენობით ერიცხებათ.

რაც შეეხება ქვითრის ჩაბარების საკითხს, სატრანპორტო კომპანიის ინფორმაციით, საჯარიმო ქვითარი, რომელიც მძღოლს იურიდიულ მისამართზე ეგზავნება, ჩაბარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ მძღოლი ხელს მოაწერს.

თბილისში, პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

myquiz