შსს-ს ინფორმაციით, პანკისელმა ბესლან წუწაშვილმა, რომელსაც ოჯახი 16 დღე ეძებდა, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა | Allnews.Ge

შსს-ს ინფორმაციით, პანკისელმა ბესლან წუწაშვილმა, რომელსაც ოჯახი 16 დღე ეძებდა, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა

პანკისელმა ბესლან წუწაშვილმა, რომელსაც ოჯახი 16 დღე ეძებდა, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ბესლან წუწაშვილი საქართველოში იმყოფება და მას გამოსაკითხად პოლიციაში დაიბარებენ.

წუწაშვილის ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ოჯახის წევრები არ ფლობენ. დედის, ლეილა უმაროვას თქმით, მას შვილთან კონტაქტი არ ჰქონია და მისი დაბრუნების შესახებ ინფორმაცია არ ამ ეტაპზე არ აქვს.

როგორც ცნობილია, ბესლან წუწაშვილი ჩეჩნეთში 6 ივნისს დაღესტნელ მეგობრებთან ერთად გაემგზავრა. თუმცა დედა ლეილა უმაროვა აცხადებდა, მას შვილი აღარ უკავშირდებოდა და სწორედ მისმა მეგობრებმა შეატყობინეს, რომ წუწაშვილი რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. ამის გამო უმაროვამ შსს-ს და "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტს განცხადებით მიმართა.

myquiz