ზესტაფონში ავტოავარიის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა | Allnews.Ge

ზესტაფონში ავტოავარიის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გაირდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია და-ძმა. კიდევ სამი ადამიანი დაშავებულია.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

myquiz