როგორ ამინდს უნდა ველოდოთ დღეს და ხვალ? | Allnews.Ge

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ დღეს და ხვალ?

საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა 24 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 25 ივნისს 3-4 გრადუსით მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

myquiz