მეხანძრეებს ივლისიდან ხელფასი 20 პროცენტით გაეზრდებათ | Allnews.Ge

მეხანძრეებს ივლისიდან ხელფასი 20 პროცენტით გაეზრდებათ

1-ელი ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველების ხელფასების ზრდა ეტაპობრივად გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ხელფასების ზრდის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პარლამენტში, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას გააკეთა.

myquiz