ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება დაავადებად ოფიციალურად აღიარეს | Allnews.Ge

ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება დაავადებად ოფიციალურად აღიარეს

ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება დაავადებად ოფიციალურად აღიარეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება ფსიქიკური აშლილობის რიცხვს მიაკუთვნა.

ბევრი მშობელი უკვე დიდი ხანია გამოთქვამს შეშფოთებას სმარტფონებისთვის განკუთვნილი თამაშების ფართო გავრცელების გამო, რომლებითაც მათი შვილები აქტიურად არიან დაკავებულები.

კომპანია Apple-მა ცოტა ხნის წინ ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც Digital Health ჰქვია, რომელიც მის ოპერაციულ სისტემაში ახალი მექანიზმის ჩაშვებას გულისხმობს, რომელიც სმარტფონზე დამოკიდებულ და ვიდეოთამაშების მოყვარულ მომხმარებელს პერმანენტულად შეახსენებს, რამდენი საათი გაატარა მან თამაშისას.

აღნიშნულ იდეას სკეპტიკურად შეხვდნენ როგორც მომხმარებლები, ასევე ექსპერტები, რომლებიც დარწმუნებულები არ იყვნენ კომპანიის გულწრფელობასა და სურვილში, რომ მომხმარებელი ნაკლებად ყოფილიყო დამოკიდებული მათ სმარტფონებზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ ამაზე მოდის კომპანიის მოგების ლომის წილი.

თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელის, ტიმ კუკის განცხადებამ, რომელმაც აღნიშნა, რომ თავად გადაჭარბებულად არის დამოკიდებული სმარტფონზე, დაადასტურა, რომ კომპანია სერიოზულად ეკიდება ამ დამოკიდებულებისგან მომდინარე პრობლემებს.

ცოტა ხნის წინ მწერალმა და პუბლიცისტმა, ჯარონ ლანერმა აღნიშნულ თემაზე ახალი წიგნი დაწერა, სადაც მან უამრავი მიზეზი მოიყვანა სმარტფონების ხშირი მომხმარებლებისთვის, თუ რატომ უნდა შეზღუდონ მათ სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა პროგრამების გამოყენება და ერთ-ერთი მიზეზი ფსიქიკური ჯანმრთელობა იყო.

უკანასკნელ პერიოდში ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 30 მილიონზე მეტი ადამიანი ანუ მთელი მოსახლეობის თითქმის ნახევარი თამაშობდა ან თამაშობს ამა თუ იმ ვიდეოთამაშს, უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში. Sunday Times-ის ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყანაში 3,4 მილიარდი ფუნტის ღირებულების ვიდეოთამაში გაიყიდა.

myquiz