მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, ქარი და სეტყვა - 3 დღის ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, ქარი და სეტყვა - 3 დღის ამინდის პროგნოზი

18 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან, 21 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ზოგან ძლიერი სეტყვა და ქარის გაძლიერება.  ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

myquiz