ამირან გამყრელიძის რჩევები ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით | Allnews.Ge

ამირან გამყრელიძის რჩევები ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით

დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მოსახლეობას ჰიგიენური პირობების დაცვის გამკაცრებას ურჩევს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ჯანდაცვის სისტემა ზაფხულის სეზონს მომზადებული ხვდება.

მისივე თქმით, საზოგადოებისათვის რეკომენდაციებს მათი ცენტრი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. ამირან გამყრელიძის თქმით, უმთავრესი და ყველაზე მარტივი რეკომენდაცია ინფექციებისაგან თავის დასაცავად ჰიგიენური პირობების კიდევ უფრო გამკაცრებაა.

"რადგან ზაფხულში არსებობს მომატებული რისკი წყლის დაბინძურების ან სხვა გადამტანი ინფექციების გაჩენის, ამდენად სასურველია მაქსიმალურად დავიცვათ და კიდევ უფრო გავამკაცროთ ჰიგიენური პირობები, განსაკუთრებით ბავშვთა დაწესებულებებში. ახლა სკოლებში არდადეგებია, თუმცა მოეწყობა ბავშვთა ბანაკები, კურორტებზე თავშეყრის დიდი ადგილები და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენური პირობების დაცვას, მათ შორის ხელების დაბანას", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამ მომენტისათვის, რომელიმე ინფექციის შემთხვევების მატება არ შეინიშნება.

myquiz