როგორ გამოიყურება ანტივანდალური საპირფარეშოები, რომლებიც ივლისში თბილისში გამოჩნდება | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება ანტივანდალური საპირფარეშოები, რომლებიც ივლისში თბილისში გამოჩნდება

თბილისში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო ივლისში დაიდგმება. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საპირფარეშოები 30 ადგილზე განთავსდება, მათ შორის ტურისტულ ზონებშიც.

ცნობილია რომ, საპირფარეშოებით მომსახურებისთვის, თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე "მეტრომანითა" და სხვა პლასტიკური ბარათებით.

"საპირფარეშოები ისე იქნება მოწესრიგებული, რომ ყველაფერს თვითონ გააკეთებს, ექნება ავტომატური რეცხვა და ადამიანის ჩარევა ნაკლებად იქნება საჭირო," - განმარტეს ქონების მართვის სააგენტოში.

გარდა ამისა, კომპანია "სითი ბოქსს," რომელიც საზოგადოებრივ საპირფარეშოებს განათავსებს, ვალდებულება აქვს, რომ ობიექტები იყოს შშმ პირებისთვის ადაპტირებული, საინფორმაციო წარწერებზე იყოს გათვალისწინენული ბრაილის შრიფტი. ამასთან, საპირფარეშო აღჭურვილი იქნება ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით.

"ეს იქნება მზა კონსტრუქცია, რომელიც უკვე შეკვეთილია და უნდა ჩამოიტანონ. კონსტრუქციები იქნება ანტივანდალური, ანუ სპეციალური მასალით დამზადებული. მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოწესრიგებული და გამზადებულია და დადგმა სავარაუდოდ, ივლისში დაიწყება," - განმარტეს ქონების მართვის სააგენტოში.

წაიკითხეთ უფრო მეტი აქ

myquiz