სოფელ ახალუბნიდან მწყემსი გაიტაცეს | Allnews.Ge

სოფელ ახალუბნიდან მწყემსი გაიტაცეს

გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან მწყემსი, 68 წლის მიშა პეტრიაშვილი გაიტაცეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გორის მუნიციპალიტეტში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მწყემსი ორ თანასოფლელთან ერთად საძოვარზე საქონელს მწყემსამდა, რა დროსაც გატაცება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ.

myquiz