ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე სროლა იყო | Allnews.Ge

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე სროლა იყო

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცმა რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევა კაფე "პოლთან" მოხდა. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მამაკაცი უმისამართოდ ისროდა. ასევე, არსებული ინფორმაციით, იგი ტერიტორიაზე ავტომობილით იმყოფებოდა და პოლიციის მისვლამდე მიმალვა შეძლო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

myquiz