ქარი, სეტყვა და წვიმა ელჭექით - იხილეთ მომდევნო სამი დღის ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

ქარი, სეტყვა და წვიმა ელჭექით - იხილეთ მომდევნო სამი დღის ამინდის პროგნოზი

16-18 ივნისს საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, განსაკუთრებით საღამოსა და ღამის საათებში. იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა, სეტყვა აღინიშნოს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

სინოპტიკოსის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 24-29 გრადუსამდე შემცირდება, მთიან რაიონებში 22-27 გრადუსამდე, მაღალმთიან რაიონებში 19-24 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაახლოებით 30-35 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

გუდაური-კობის მონაკვეთებსა და სტეფანწმინდაში შეიძლება 15-დან 20 გრადუსამდე, ხოლო სამხრეთ მაღალმთიანეთში 20-23 გრადუსი სითბო დაფიქსირდეს.

"დედაქალაქშიც არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის თბილისშიც 31-33 გრადუსი სიცხე შენარჩუნდება", - განმარტა დოდო გვაზავამ.

myquiz