კახა კალაძის თქმით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით პრობლემაა ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები | Allnews.Ge

კახა კალაძის თქმით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით პრობლემაა ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები

უახლოეს დღეებში ვაპირებთ წარვადგინოთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ყვითელი ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები და მათი გამონაბოლქვი.

ჰაერის დაბინძურების გამო, სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა

"ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტის თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვები. მხედველობაში მაქვს გამონაბოლქვი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პირველ რიგში, ჩვენ ამ პროექტის განხორციელების ლოკომოტივი უნდა ვიყოთ. მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სერიოზული პრობლემაა ასევე ე.წ. მარშუტკები, მათი გამონაბოლქვი და ზოგადად ძველი ავტომობილები. ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ წარმოვადგინოთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ რა უნდა გავაკეთოთ წლების მიხედვით, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოდის

myquiz