საქართველოში Starbucks-ის პირველი ობიექტის გახსნის თარიღი და ადგილი ცნობილია | Allnews.Ge

საქართველოში Starbucks-ის პირველი ობიექტის გახსნის თარიღი და ადგილი ცნობილია

Starbucks-ის პირველი ობიექტი "თბილისი მოლში" გაიხსნება. როგორც სავაჭრო ცენტრში Allnews.ge-ს განუმარტეს, ობიექტი ფუნქციონირებას პირველი სართულის ცენტრალურ ნაწილში, სავარაუდოდ, ნოემბერში დაიწყებს.

ბრენდის ოპერირებას საქართველოში თურქული კომპანია Shaya Turkey მოახდენს, რომელიც Starbucks-ის რესტორნებს თურქეთსა და აზერბაიჯანში მართავს.

როგორც ცნობილია, Shaya Turkey 2002 წელს ქუვეითში დაფუძნდა. დღეისთვის კომპანია არაერთი ცნობილი ბრენდის ოპერატორია თურქეთის მასშტაბით.

Shaya Turkey-ი საქართველოში Starbucks-ის ადგილობრივ მენეჯერს ეძებს. ამ პოზიციაზე ვაკანსია უკვე გამოცხადებულია.

საქართველოში Starbucks-ის შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა ამ დრომდე კომპანია საქართველოში ოპერირების დაწყებისგან თავს იკავებდა.

myquiz