რას გვთავაზობს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი? | Allnews.Ge

რას გვთავაზობს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი?

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის განახლება 2020 წელს დასრულდება. როგორც ბალნეოლოგიური სპა კურორტის კომერციულმა მენეჯერმა, სალომე ყვავილაშვილმა Allnews.ge-სთან საუბარში განმარტა, გარდა სამედიცინო მიმართულებისა, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე ძველი ბალნეო პროცედურების აღდგა, სერვისებს ასევე დაემატა ველნეს სპა მიმართულება (იოგა, აკვა, აერობიკა, ფიტნესი, სოლარიუმი, ლაზერული ეპილაცია, კოსმეტოლოგია), გაიხსნა სამედიცინო უნივერსიტეტი, ასევე გაიხსნება 130 ნომრიანი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, რაც სალომე ყვავილაშვილის თქმით, ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება.

მისი თქმით, ბალნეოლოგიური კურორტი ტურიტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისი სამკურნალო თვისებების გამოც იქნება. კერძოდ, კურორტის მომსხურება როგორც სამედიცინო, ისე სარელაქსაციო პროცედურებს, მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანებს, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახისა და პარაფინის აპლიკაციებს, წყალქვეშა და მშრალ გაჭიმვებს, ფიზიოთერაპიას, სამკურნალო, გამაჯანსაღებელ სხვადასხვა სახის მასაჟს მოიცავს.

"ცენტრში მიმდინარეობს კარდიოლოგიური, პერიფერიული, ნევროლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, დეტმატოლოგიური, პედიატრიული, გინეკოლოგიური, ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების მკურნალობა",- განმარტა სალომე ყვავილაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად სარემონტო სამუშაოებისა, კურორტს ფუნქციონირება არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია.

"გარდა სახელმწიფოს წინაშე განსაზღვრული 10,000,000 ლარის ვალდებულებისა, დიდი ალბათობით ჩვენ მიერ დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად გაცილებით მეტი ინვესტირების ჩადება მოგვიწევს, რაც სავარაუდოდ შეადგენს 10,000,000 აშშ დოლარს. კომპანია "იალონის" მიერ თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის შესყიდვის პირველივე დღიდან დაიწყო ინვესტირების განხორციელება, სამწუხაროდ კულტურული მემკვიდრეობის მქონე ეს გამორჩეული ნაგებობა უკიდურესად მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში იყო, ერთი წლის განმავლობაში აღვადგინეთ და რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის დიდ ნაწილს, რეაბილიტაციის ჩატარება მოხდა ძეგლის ღირებულებების ფარგლებში ისე, რომ არ შეიცვალა თავდაპირველი გეგმარების თავისებურება და სტილისტიკური მახასიათებელი, ასევე შევიძინეთ უახლესი თაობის სამედიცინო და სარეაბილიტაციო აპარატურა დავამატეთ სამედიცინო მომსახურეობები", - განმარტავს სალომე ყვავილაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ბალნეოლოგიური კურორტის პრივატიზების შემდეგ კომპანია "იალონს" 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება დაევალა.

myquiz