რუსთაველის გამზირზე 14:00 საათზე დაგეგმილი აქცია 18:00 საათისთვის გადაიდო | Allnews.Ge

რუსთაველის გამზირზე 14:00 საათზე დაგეგმილი აქცია 18:00 საათისთვის გადაიდო

რუსთაველის გამზირზე 14 სათზე დაგეგმილი აქცია 18:00 საათისთვის გადაიდო, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტს საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან.

დღეს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზიდან კარვები ისევ პარლამენტის შენობის წინ დააბრუნეს.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, კარვების გადატანის მიზეზია ის, რომ ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი, "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი" და მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება ეზღუდებათ.

myquiz