იხილეთ 4 დღის ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

იხილეთ 4 დღის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-14 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში (ძირითადად მთიან რეგიონებში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. შავი ზღვის კურორტებზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.

11 ივნისს, დღის ბოლოდან და 12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერიც და სეტყვა. 13-14 ივნისს შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში (ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში).

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი, 12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, 13 ივნისიდან კი ისევ დაცხება.

ქ. თბილისში 11 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან და 12 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 12 ივნისს ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13-14 ივნისს +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

myquiz