ავარიის შედეგად, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში 21 პაციენტია მოთავსებული, მათგან 12 ბავშვია | Allnews.Ge

ავარიის შედეგად, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში 21 პაციენტია მოთავსებული, მათგან 12 ბავშვია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში 21 პაციენტია მოთავსებული, მათგან 12 ბავშვია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გომბორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს ჯანდაცვის მინისტრი მოინახულებს.

"დავით სერგეენკო პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად ადგილზე გაეცნობა დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ამ დროისთვის, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში 21 პაციენტია მოთავსებული, ამათგან - 12 ბავშვი", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

myquiz