დავით სერგეენკო თელავში, ავარიის დროს დაშავებულების მოსანახულებლად გაემგზავრა | Allnews.Ge

დავით სერგეენკო თელავში, ავარიის დროს დაშავებულების მოსანახულებლად გაემგზავრა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში მიემგზავრება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს.

ადგილზე ასევე იმყოფება შს მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია.

შეგახსენებთ, რომ გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე სკოლის მოსწავლეები მიჰყავდა, გზიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 და დაშავდა 16 ადამიანი.

myquiz