ფოტოები გომბორიდან, სადაც მიკროავტობუსი ხევში გადავარდა | Allnews.Ge

ფოტოები გომბორიდან, სადაც მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ოთხი დაღუპულიდან ერთი არასრულწლოვანია. დაშავებულია 20-მდე ადამიანი.

ავარიის დროს დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რამ გამოიწვია გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარია

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ამასთან, ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსი უკვე ამოიტანეს.