გომბორზე ავარიის დროს დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს | Allnews.Ge

გომბორზე ავარიის დროს დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ამასთან, ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსი უკვე ამოიტანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე მიჰყავდა, ხევში გადავარდა. დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაშავებულია 10-მდე.

myquiz