დიდი ამბები გრძელდება! | Allnews.Ge

დიდი ამბები გრძელდება!

Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi აგრძელებენ ღონისძიებების სერიას. 15 ივნისს, 19:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო სივრცეში სტრატს აიღებს რიგით მესამე Fuckup Nights Tbilisi.

Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 80 ქვეყანასა და 252 ქალაქში მიმდინარეობს. ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, სადაც 4 წარმატებული ადამიანი საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას უზიარებს.

ღონისძიების ფარგლებში მოისმენთ ბიზნესის ისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა წარუმატებლობა და იმედგაცრუება, გაიგებთ პარტნიორული ურთიერთობების შესახებ, რომელიც კრახით დასრულდა, აღმოაჩენთ პროდუქტს, რომელიც ჩაფლავდა.

Fuckup Nights Tbilisi vol.3-ის სპიკერები არიან ადამიანები, რომლებიც არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა, განვითარდნენ და ახლა მზად არიან, საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ! თბილისის მესამე Fuckup Nights - ის მომხსენებლები ეტაპობრივად დასახელდებიან.

ღონისძიებაზე დასწრება საინტერესოა მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის... ღონისძიება არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე და დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად. ზოგჯერ საუკეთესო ისტორიები არასწორი გადაწყვეტილებებით იწყება!

გელოდებით, 15 ივნისს, 19:00 საათზე, ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8) ყველაზე საინტერესო ბისზნესისტორიების მოსასმენად.

ღონისძიებაზე სპიკერები იქნებიან:

ნატალია ნებიერიძე, არქიტექტორი, Campus Studio / სტუდიო კამპუსი- ს თანადამფუძნებელი

ანანია გაჩეჩილაძე, ჟურნალისტი, აიისა • aiisa-ს დამფუძნებელი

მარინა ბერიძე, Rustavi 2-ის მუსიკალური პროდიუსერი

რომა გუჯაბიძე, Giffer-ის თანადამფუძნებელი

ღონისძიება ორგანიზატორები:Tbilisi Startup Bureau, Impact Hub Tbilisi, Fabrika Hostel და Fabrika • ფაბრიკა

ღონისძიების პარტნიორები: Grant Thornton Georgia, Taxify Georgia, Kedari Ventures, ლურჯი ოკეანე / Blue Ocean, Panophobia, Urban Garden, Vivus.ge, ნაბეღლავი / Nabeghlavi, Estrella Damm and adjaranet.com

ღონისძიების მედია პარტნიორები არიან Entrepreneur Georgia, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი, and Radio Shokoladi (რადიოშოკოლადი).

იხილეთ ივენთის ბმული

ბილეთების შეძენა შესაძებელია ლინკებზე:

Biletebi.ge

Eventer.ge

Tkt.ge

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!

R

myquiz