მდინარე აჭარისწყალზე ჯომარდობის დროს ოთხი ტურისტი დაიღუპა | Allnews.Ge

მდინარე აჭარისწყალზე ჯომარდობის დროს ოთხი ტურისტი დაიღუპა

ხელვაჩაურში, მდინარე აჭარისწყალზე ჯომარდობის დროს ოთხი ტურისტი დაიღუპა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და სამართალდამცველები.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულები უკრაინის მოქალაქეები არიან.

myquiz