სურსათის ეროვნული სააგენტომ 21 600 გაურკვეველი წარმომავლობის კვერცხი აღმოაჩინა | Allnews.Ge

სურსათის ეროვნული სააგენტომ 21 600 გაურკვეველი წარმომავლობის კვერცხი აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კვერცხის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს შპს "კრეატივი+"-ში, სადაც 21 600 არაეტიკეტირებული კვერცხი აღმოჩნდა.

მათი ინფორმაციით, საეჭვო წარმომავლობის კვერცხი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2013 წლის მაისში "ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ" N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი განისაზღვრა, რაც ბიზნესოპერატორს ავალდებულებს, სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი მიუთითოს.

"თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა საბითუმო საწყობი, სადაც განთავსებულია 21 500 ცალი სასურსათო კვერცხი, რომელიც არ არის ეტიკეტირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კვერცხი განთავსებულია სხვადასხვა დასახელების ყუთებში და მისი წარმომავლობა უცნობია," - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორმა, ხათუნა პაპალაშვილმა.

myquiz