მოზარდი, რომელსაც პატრული დაეჯახა, რეფერალურ საავადმყოფოში რჩება | Allnews.Ge

მოზარდი, რომელსაც პატრული დაეჯახა, რეფერალურ საავადმყოფოში რჩება

13 წლის მოზარდი, რომელსაც გუშინ საღამოს საპატრულო პოლიციის ავტომანქანა დაეჯახა, რეფერალური საავადმყოფოს სტაციონალურ განყოფილებაში იმყოფება. როგორც საავადმყოფოს წარმომადგენელმა Allnews.ge-სთან საუბარში განმარტა, მოზარდის მდგომარეობა

დამაკმაყოფილებელია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"ჩატარებული სრული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოზარდს ორგანოებისა და სისტემების დაზიანეაბა არ აქვს, მას მხოლოდ კანის საფარველის დაზიანება აღენიშნება. მოცემული მომენტისთვის მოზარდს არანაირი პროცედურა არ უტარდება, ის დაკვირვების ქვეშ არის"-განგვიმარტა ქეთევან შარანგიამ.

როგორც რეფერალურ საავადმყოფოში განგვიცხადეს, სასურველია მასზე დაკვირვება 48 საათის განმავლობაში მოხდეს, შესაბამისად, მოზარდი საავადმყოფოდან დღეს საღამოს ან ხვალ დილით გაეწერება.

შემთხვევა გუშინ თბილისში მოსკოვის გამზირზე მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრაჰნსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია

myquiz