ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებსაც შესაძლოა, თქვენი კოსმეტიკა შეიცავდეს | Allnews.Ge

ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებსაც შესაძლოა, თქვენი კოსმეტიკა შეიცავდეს

თუ რაციონიდან შაქარი, სწრაფი კვების პროდუქტები და თავის მოვლის საშუალებებიდან სინთეტიკური ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ამოიღეთ, აქტიურად ვარჯიშობთ და ცდილობთ, ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, დაგრჩათ კიდევ ერთი რამ - ყურადღებით გაეცნოთ თქვენი კოსმეტიკის შემცველობას და თუ ჩამონათვალში ეს ტოქსიკური ნივთიერებები აღმოაჩინეთ, მათი მოხმარება შეწყვიტოთ:

ფტალატები

ფტალატები ქიმიური ნივთიერებების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც შეიძლება, ენდოკრინული სისტემისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს, გამოიწვიოს რეპროდუქციული და ნერვული სისტემების დაზიანება. ფტალატებს მამაკაცებში ტესტოსტერონზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა და შვილოსნობის პრობლემის გამოწვევა შეუძლია. გარდა ამისა, როგორც "მერილენდის უნივერსიტეტის" კვლევაშია განმარტებული, ფტალატების გამოყენება ქალებში ენდომეტრიოზის განვითარებასაც უკავშირდება.

სად შეიძლება შეგვხვდეს ფტალატები? ისინი პროდუქტებში პლასტიკურობის მისაღწევად გამოიყენება და ფერსა და სუნს უფრო გამძლეს ხდის. ფტალატები გამოიყენება როგორც დეოდორანტებში, ისე ფრჩხილის ლაქში, ტუჩის ბალზამებში. როგორც წესი, კომპანიები განმარტავენ, რომ მათი სურნელების ფორმულები სავაჭრო საიდუმლოებას წარმოადგენს, ამიტომ ჩამონათვალში შეიძლება, დეტალურად არ მიუთოთონ მათი კოსმეტიკა, რა ინგრედიენტებს შეიცავს. ფტალატებისგან თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა, თავი ავარიდოთ ისეთი პროდუქტების გამოყენებას, რომლებიც სუნამოს შეიცავენ. უმჯობესია გამოვიყენოთ ისეთი კოსმეტიკა, რომელიც ნატურალურ ეთერზეთებზეა დამზადებული.

ტყვია

ყველამ ვიცით, ტყვია ჯანმრთელობისთვის რამდენად საზიანოა, ამიტომ ყოველთვის, როცა კოსმეტიკის შეძენას გადავწყვეტთ, მაშინვე ვამოწმებთ, არის თუ არა მასში ეს მძიმე მეტალი.

ტყვია იწვევს განაყოფიერებასთან და ქალებში სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ტყვია კოსმეტიკაში ინგრედიენტის სახით არ გამოიყენება, თუმცა, ხანდახან, აღნიშნული პროდუქცია ამ მძიმე მეტალით არის ხოლმე დაბინძურებული და ფერადი კოსმეტიკა, მაგალითად, პომადები მისი გავრცელების ძირითადი წყაროა.

ტყვიის შემცველობის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია გამოიყენოთ ფერის პიგმენტის შემცველი ისეთი კოსმეტიკა, რომელიც ნატურალური ხილისგანაა დამზადებული.

ფორმალდეჰიდი

ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებების დაშლის შედეგად წარმოიქმნება მავნე ფორმალდეჰიდის გაზი, რომელიც კარცეროგენულ ნივთიერებას წარმოადგენს.

კოსმეტიკის შემცველობაში ასევე საშიშია Quarternium-15, რომელიც უხარისხო პუდრებსა და თვალის ლაინერებში ხშირად შეგხვდებათ. ეს ნივთიერება სიმსივნის პოტენციური გამომწვევია, გარდა ამისა კანს უფრო მგრძნობიარეს ხდის და აღიზიანებს.

პოლიეთილენგლიკოლი

ეს ნავთობზე დამზადებული ნივთიერება კოსმეტიკის გასქელების, დარბილებისა და ჟელატინის სახის მისაცემად ძირითადად, კრემებში გამოიყენება. ამ ნივთიერებებთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხშირად დაბინძურებულია ეთილენის ოქსიდითა და 1,4 დიოქსანით.

ეთილენის ოქსიდი ადამიანისთვის მომწამვლელ კარცეროგენს წარმოადგენს, რომელიც  ნერვული სიტემის პოტენციური დამაზიანებელი და ადამიანის განვითარების შემაფერხებელია.

ბუტილის შემცველი ნაერთები

აღნიშნული ნაერთები ჩვენი ორგანიზმის კიდევ ერთი დამაზიანებელი ნივთიერებებია, რომლებიც, როგორც წესი, ჩვენს თაროებზე ადგილს დიდხანს იკავებს ხოლმე. ბუტილის შემცველი ნაერთები ხშირად სხვადასხვა პროდუქციაში, მათ შორის, საკვებშიც გამოიყენება. მაგალითად, ჩიფსში, გამომცხვარ საკვებში, კარაქში, ხორცში, სოსისში, ფრინველის ხორცში, საღეჭ რეზინში, ბოსტნეულის ზეთში, ლუდში, თვალის ლაინერებსა და ჩრდილებში, დამატენიანებლებსა და კანის გამწმენდებში.

ამ ქიმიურ ნივთიერებებს ენდოკრინული დარღვევების, კანის ალერგიისა და რეპროდუქციული მოწამვლის გამოწვევა შეუძლია.

პარაბენები

პარაბენების შესახებ ყველას გვსმენია და ვიცით, რომ თუ კოსმეტიკა ამ ნივთიერებას შეიცავს, არ უნდა გამოვიყენოთ.

ენდოკრინული დარღვევების ევროპულმა კომისიამ პარაბენები ჰორმონალურ ფუნქციაზე მოქმედ ნივთიერებათა სიაში შეიყვანა. პარაბენები ასევე უარყოფით ზეგავლენას ახდენენ ნერვულ და იმუნურ სისტემაზე, ამიტომ ამ ნივთიერებისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ.

იმის გამო, რომ პარაბენების მიმართ უარყოფითი განწყობები არსებობს და ვიცით, რომ მავნეა, ზოგიერთმა კომპანიამ ის პენოქსიეთანოლით ჩაანაცვლა, რომელსაც ბევრი უარყოფითი ეფექტი აქვს. როგორც უცხოური მედია იუწყება, იაპონიამ კოსმეტიკაში აღნიშნული ნაერთის გამოყენება აკრძალა.

ოქტინოქსატი

ჩამოთვლილი ნივთიერებების მსგავსად, ოქტინოქსატი ერთ-ერთი მომწამვლელი ნივთიერებაა, რომელიც ენდოკრინულ სისტემასა და ფარისებრ ჯირკვალს აზიანებს.

ფენილენდიამინი

ნაერთი, რესპირატორული ტოქსინია, რომელიც შეიძლება, მძიმე მეტალით იყოს დაბინძურებული.

შავი კარბონი

ეს ნაერთი ძირითადად, თვალის ლაინერებშია აღმოჩენილი და სიმსივნის წარმოქმნას უკავშირდება.

სილოქსანი

სილოქსანი კოსმეტიკაში სირბილის, სიგლუვისა და დატენიანებისთვის გამოიყენება. ის ენდოკრინული და რეპრდუქციული სისტემისთვის მომწამვლელია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ მისი შემცველი კოსმეტიკა არ გამოვიყენოთ.

მომზადებულია Choice.com-ის, Huffington Post-ის და Annmarie Gianni-ს მიხედვით.

myquiz