თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თელავში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. თბილისის გზატკეცილზე მოძრავი "გოლფის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის დროს მანქანაში ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა. ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორეს კი ამ წუთებში სამედიცინო გამოკვლევა უტარდება.

ექიმის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

myquiz