თბილისში ავტობუსების დროებითი მარშრუტები დაინიშნა | Allnews.Ge

თბილისში ავტობუსების დროებითი მარშრუტები დაინიშნა

თბილისის მერიამ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო მგზავრთა გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით 2 დროებითი მარშრუტი დაამატა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთი მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ "ვარკეთილიდან" მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე, ხოლო მეორე - მეტროსადგურ "ახმეტელიდან" გურამიშვილის გამზირისა და დადიანის ქუჩის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე.

ისინი, სხვა მუნიციპალური ავტობუსების მსგავსად, მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

რამდენია მეტროს მემანქანეების ხელფასი? - თბილისის სატრანსპორტო კომპანია მათთან დადებულ ხელშეკრულებას აქვეყნებს