რას ნიშნავს "კაა" - ლაშა ცუცქირიძე განმარტებას აკეთებს
ზვიად კუპრავას ახალ თანამებრძოლზე გუშინდელი ღამის შემდეგ სრულიად "ფეისბუქმა" იხალისა. ამ ადამიანის უჩვეულო "შემოსვლამ" აქციაზე ინტერნეტმომხმარებლები გაამხიარულა. მასზე ფოტოშარჟები და სახალისო ვიდეოები გაკეთდა. ყველაზე დასამახსოვრებელი კი მისი ფრაზა აღმოჩნდა - "კაა". ეს ადამიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ცუცქირიძეა.
ცოტა ხნის წინ მან გუშინდელ გამოსვლაზე "ფეისბუქზე" განმარტებაც გააკეთა.
"თუ გაინტერესებთ, რას ნიშნავდა ჩემი "კაა" გაგახსენებთ მულტფილმს, სადაც "კაა" არის მახჩობელა გველი პითონი, არ ამოძვრა სოროდან მაგრამ მოუწევს!!! ივანიშვილი არის მახჩობელა!!!" - წერს ცუცქირიძე.