აანონსებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი რუსთაველის აქციებით რევოლუციას - რა ფოტო განათავსა ექს-პრეზიდენტმა ფეისბუქზე | Allnews.Ge

აანონსებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი რუსთაველის აქციებით რევოლუციას - რა ფოტო განათავსა ექს-პრეზიდენტმა ფეისბუქზე

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საათის წინ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის "ქავერად" ფოტო დააყენა, რომელმაც ინტერნეტსაზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ფოტოზე ასახულია რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია, რომელზეც გაკეთებულია წარწერა - "საქართველოს გაზაფხული Caucasus Spring". ამით სააკაშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციები, ფაქტობრივად შეადარა, არაბული სამყაროს ცნობილ საპროტესტო აქციებს, რომელმაც მოსახლეობის რევოლუციური ტალღა ააგორა ხელისუფლების წინააღმდეგ 2010-2011 წლებში ახლო აღმოსავლეთში.

სააკაშვილის ფეისბუქის-გვერდზე გამოქვეყნებულმა ამ ფოტომ, ინტერნეტმომხმარებლებში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. კომენტატორები თვლიან, რომ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციას აანონსებს. ფოტოს ათობით კომენტარი აქვს. აი, რას წერენ ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში:

myquiz