ზვიად კუპრავა - შსს-მ ჩვენ ზაზა სარალიძის იზოლირება შემოგვთავაზა და არა დაცვა | Allnews.Ge

ზვიად კუპრავა - შსს-მ ჩვენ ზაზა სარალიძის იზოლირება შემოგვთავაზა და არა დაცვა

შსს-მ ჩვენ ზაზა სარალიძის იზოლირება შემოგვთავაზა და არა დაცვა, – ასეთი კომენტარი გააკეთა ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ ჟურნალისტებთან სარალიძის მიერ მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე უარის შესახებ.

ზვიად კუპრავას განცხადებით, დაცვის სპეციალური პროგრამა ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანი სპეციალური დაცვის ქვეშ იმყოფება და ეს დაცვა ჩათვლის, რომ პიროვნების უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე, დაცვას სრული უფლება აქვს, შეზღუდოს ამ ადამიანის გადაადგილება, მათ შორის ამ ადამიანის თავისუფლება კონკრეტულ ადგილებში.

"შსს–ს განზრახვა იყო სწორედ ეს, ზაზა სარალიძე ჰყავდეთ თავიანთი დაცვის ქვეშ იმ მოტივით, რომ აქციაზე არის მოჭარბებული საფრთხე ზაზა სარალიძისთვის, უბრალოდ არ მიუშვან აქციაზე და იგი იყოს იზოლირებული საზოგადოებიდან, მას არ ჰქონდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის კომუნიკაციის შესაძლებობა. ბუნებრივია, პროგრამაში ჩართვაზე ზაზა სარალიძემ უარი განაცხადა", – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

მისივე თქმით, ზაზა სარალიძის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სახელმწიფოს ეკისრება.

myquiz