თბილისში წერეთლის გამზირზე მამაკაცი მოკლეს, ქალი კი დაჭრეს | Allnews.Ge

თბილისში წერეთლის გამზირზე მამაკაცი მოკლეს, ქალი კი დაჭრეს

ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. შემთხვევის შედეგად მოკლულია მამაკაცი, ხოლო დაჭრილია ქალი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაჭრილი ქალის მეზობელმა განუცხადა, მკვლელობა დაჭრილი ქალბატონის ბინაში მოხდა, სადაც ის ქირით ცხოვრობდა. მისივე ინფორმაციით, ქალბატონი სახლში მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან სახლში მივიდა მისი ყოფილი მეუღლე. მეუღლემ მას კარის გაღება მოსთხოვა, თუმცა ქალბატონმა ყოფილ მეუღლეს კარი არ გაუღო, რა დროსაც მან ადგილზე გამოიძიხა ბინის მეპატრონე. ასევე ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია. მეზობლის თქმით, შემთხვევა პატრულის თანდასწრებით მოხდა.

"ქალბატონი ჩემი მეზობელია. მე არაფერს შევსწრებივარ. თუმცა, როგორც გავიგე, შემთხვევა პატრულის თანდასწრებით მოხდა. ეს ქალბატონი ყოფილ ქმარს კარს არ უღებდა, რა დროსაც კაცმა ბინის მეპატრონეს დაურეკა. ასევე გამოძახებული იყო პატრული. ყოფილი ქმარი მათთან ერთად შევიდა სახლში. ამ დროს კი ქალბატონი მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. ყოფილმა ქმარმა ქალბატონის მეგობარ მამაკაცს უთხრა, რომ მასთან არანაირი პრეზენტაცია არ ჰქონდა, უბრალოდ, ბავშვის მამა ვარ და ბავშვის სანახავად მოვედიო. როგორც ვიცი, ამ დროს მოხდა ყველაფერი. დაჭრილია ქალბატონი და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო გასროლის შედეგად მისი ყოფილი ქმარი გარდაიცვალა. ქალის მეგობარი მამაკაცი კი, როგორც გავიგე, არის უბნის ინსპექტორი", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მეზობელმა.

წერეთლის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძოებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 11-პრიმა-19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

myquiz