H&M-მა თბილისში მეორე მაღაზია გახსნა | Allnews.Ge

H&M-მა თბილისში მეორე მაღაზია გახსნა

H&M-მა საქართველოში მეორე მაღაზია გახსნა. შვედური ბრენდის ახალი მაღაზია "ისთ ფოინთში" 2000 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსდა. მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებული აქციის ფარგლებში რიგში მდგომ პირველ 100 მომხმარებელს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცა, გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება ერთ რჩეულ ნივთზე, რომელიც ვრცელდება  ქალის, კაცის, თინეიჯერისა და ბავშვის სრულ კოლექციაზე.

მეორე მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, H&M-მა გახსნის წინა წუთები დიჯეი რემბოსთან ერთად აითვალა. ყველა მსურველს საუკეთესო სტილის არჩევაში დღის განმავლობაში ეკო ფანგანი ეხმარებოდა, რომელმაც ერთი დღით H&M-ის მთავარი სტილისტის როლი მოირგო.

H&M-ის ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი ქუთაისში შეიკერება

myquiz