ზაზა სარალიძემ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე უარი განაცხადა | Allnews.Ge

ზაზა სარალიძემ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

მთავარ პროკურატურასთან აქციაზე პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი გავიდა და ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა შესთავაზა.

ზაზა სარალიძემ უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნაა შოთაძის გადადგომა და პასუხისგებაში მიცემა.

"რომელ ნაძირალა პროკურორს ველაპარაკო, რომელმაც ჩემი შვილის მკვლელები დამალა?" - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ნათია სუხიაშვილის განცხადებით, შეთავაზება ძალაში რჩება.

myquiz