სურამში ბიზნესმენი სავარაუდოდ, სანადირო თოფით მოკლეს | Allnews.Ge

სურამში ბიზნესმენი სავარაუდოდ, სანადირო თოფით მოკლეს

სურამში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მამაკაცმა მეორე მამაკაცი სავარაუდოდ, სანადირო თოფით მოკლა. ასევე არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებით, წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს. ამ დროისთვის მიმდინარეოს საჭირო სამძებრო სამუშაოები დამნაშავის დასაკავებლად.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც kvirispalitra.ge წერს, მოკლული 60 წლამდე ასაკის ბიზნესმენი მამია ბითაძეა. გამოცემამ მომხდარის დეტალებზე მოკლულის კარის მეზობელს ესაუბრა, რომლის ვინაობასაც, მისი სურვილით არ გაამხილა.

- საქმე სასტუმროს მშენებლობას შეეხება. სურამში, ტყეში ერთი ტრიალი მინდორია, რომელიც მამია ბითაძეს 49-წლიანი იჯარით გადასცა სახელმწიფომ, ამბობდნენ, იყიდაო, რაც სიცრუეა.

იქ უნდა აეშენებინა სასტუმრო. რაც ყველაზე მთავარია, ერთი ხეც კი არ უნდა მოჭრილიყო, უბრალოდ სასტუმრო იქნებოდა ტყეში. მამიამ არაერთგზის განაცხადა, რომ მშენებლობას ერთი ხეც კი არ შეეწირებოდა. მიუხედავად ამისა, სასტუმროს მშენებლობა უბნის ნაწილმა გააპროტესტა, მათი მტკიცებით, მშენებლობა ტყის საფარს შეუქმნიდა საფრთხეს. ამიტომ მშენებლობის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ. რეალურად, ამ ხალხს ტყე კი არ ადარდებს, უბრალოდ, ფიქრობდნენ, რომ სასტუმრო მიმდებარედ მცხოვრებთ დამსვენებლებს წაართმევდა.

დარწმუნებული ვარ, რეალურად მაგათ ტყე სულაც არ ადარდებთ, ამის მაგალითად ისიც გამოდგება, რაც დღეს იქ ხდება - ტყეში რომ შეხვიდეთ, ნაგავს მიაქვს იქაურობა. სასტუმროს ასაშენებლად მამიამ ბანკიდან სესხი გამოიტანა, ზუსტად არ ვიცი, დაახლოებით 200 000 ლარამდე. ამ სესხით აპირებდა სასტუმროს რაღაცა ნაწილი აეშენებინა და მერე უკვე აშენებული სასტუმრო ჩაედო ბანკში, რომ მშენებლობის დასასრულებელად კიდევ სესხი აეღო. ამბობდნენ, რომ მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენები ეხმარებიანო, მაგრამ თავად მამია ამბობდა, რომ მხოლოდ თვითონ აშენებდა.

წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz